საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ალბანეთი 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი მატჩის 86-ე წუთზე, გურამ გოშთელიანმა გაიტანა.
საქართველლოს ნაკრებს 2 ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას ვასილ მაისურაძის გუნდი 17 ნოემბერს, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.