ბელგიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, ეიზელის ტრაგედიის დროს გარდაცვლილები გაიხსენეს.
შეხვედრა 39-ე წუთზე დროებით შეჩერდა, რადგან 1985 წელს ტრაგედიას ამდენივე ადამიანი ემსხვერპლა.
1985 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში, ერთმანეთს ლივერპული და იუვენტუსი დაუპირისპირდნენ. მატჩი ბრიუსელში, ეიზელის სტადიონზე გაიმართა. გულშემატკივრებს შორის ატეხილი ჩხუბის დროს, ტრიბუნამ სიმძლავრეს ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.
მატჩი ბელგიის ნაკრების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
წყარო: 101greatgoals.com