17 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
„საქველმოქმედო შეხვედრა ბავშვებისთვის“ დიდი ბრიტანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა

UNICEF-ის მხარდამჭერით ინგლისში, მანჩესტერ იუნაიტედის სტადიონზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს დიდი ბრიტანეთის და მსოფლიოს ნაკრები დაუპირისპირდა .

დიდი ბრიტანეთის გუნდის კაპიტანი დევიდ ბექჰემი იყო, რომელიც UMICEF-ის კეთილი ნების ელჩია. მსოფლიო ნაკრებს კი ლუიშ ფიგუ კაპიტნობდა. შეხვედრის მთავარი მსაჯი პირლუიჯი კოლინა გახლდათ.

საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილეობა ზინედინ ზიდანსაც უნდა მიეღო, მაგრამ საფრანგეთში განვითარებული მოვლენების გამო, ვეტერანმა თამაშზე უარი თქვა. 

მატჩი დიდი ბრიტანეთის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ბილეთებიდან შემოსული თანხა მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

 

ვიდეო: goalsarena.org

დღის ამბები