არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ შესაძლოა ელ კლასიკოში 30 წუთი ითამაშოს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესი მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა, თუმცა ექიმებმა შესაძლოა ფეხბურთელს ნახევარი საათით თამაშის ნება დართონ.
სავარაუდოდ არგენტინელი მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებს.
რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება 21 ნოემბერს გაიმართება.
წყარო: eurosport