17 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ალბანეთი VS საქართველო - 2015 წლის ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2015 წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდა.

ქართველი ფეხბურთელები შეხვედრის დებიუტში ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში კი გიორგი ჭანტურიამ ორამდე გაზარდა უპირატესობა, თუმცა 88-ე და დამატებულ მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრებმა საკუთარ კარში 2 გოლი მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრებმა ევრო 2016-ზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი. 

დღის ამბები