ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსი სტუმრად ფილადელფიას დაუპირისპირდა და მეტოქე 92:86 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 29:12 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა.
დალასი მომდევნო შეხვედრას 19 ნოემბერს, ბოსტონის წინააღმდეგ გამართავს.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
ჩიკაგო - ინდიანა 96:95
ჰიუსტონი ბოსტონი 95:111
მემფისი - ოკლაჰომა 122:114
სან ანტონიო - პორტლენდი 93:80
ფინიქსი - ლეიკერსი 120:101