ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი კაცთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათი და 25 წუთი გაგრძელდა.
მომდევნო შეხვედრაში ნადალი ენდი მიურეის, ხოლო ვავრინკა დავიდ ფერერს დაუპირისპირდება.