შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, კაცთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"ჯოკოვიჩთან მატჩი რთული იქნება. ვფიქრობ, რომ მას ბევრით არ ჩამოვუვარდები. ამაზე ორი დღის შემდეგ ვისაუბროთ, როდესაც შეხვედრა დასრულებული იქნება. ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, თუმცა არა ყველაზე მთავარი", - განაცხადა ფედერერმა.
ჯოკოვიჩისა და ფედერერის შეხვედრა 18 ნოემბერს, 00:00 საათზე გაიმართება.
წყარო: tennisworldusa.org