ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა ინგლისის ნაკრების შესახებ ისაუბრა.
"ინგლისის ნაკრები ძველი ესპანეთის ნაკრებს ჰგავს. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა რწმენა არ აქვთ, რომ დიდ ტურნირებზე გამარჯვება შეუძლიათ. თუ ისინი ჩვენსავით გადალახავენ ამ დაბრკოლებას, გამარჯვებებიც მოვა", - განაცხადა ჩავიმ.
ჩავიმ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ ევროპის, ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
წყარო: eurosport