მადრიდის რეალის ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჩელსის ნახევარმცველზე, ედენ აზარზე ისაუბრა.
"ეჭვი არ მეპარება, რომ აზარი ძველ ფორმას დაიბრუნებს. მესისა და რონალდოს შემდეგ ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. ვხედავ თუ არა აზარს რეალში? მე მიყვარს ეს ფეხბურთელი - ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა ზიდანმა.
ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის ღირსებას 2001-2006 წლებში იცავდა.
წყარო: football-espana.net
ფოტო: არქივი