საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ითამაშებს.
ვასილ მაისურაძის მიერ მომზადებულმა გუნდმა ავსტრიასთან ფრედ 0:0 ითამაშა, ხოლო ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთმა 3:2 დაამარცხა უელსი.
საქართველოს ნაკრებმა 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
ელიტ რაუნდი 2016 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.