შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა კაცთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:5, 6:2 დაამარცხა.
მატჩი 1 საათი და 19 წუთი გაგრძელდა.
ფედერერს ორივე შეხვედრა მოგებული აქვს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა.
ჯოკოვიჩი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება და ამის შემდეგ გაირკვევა, მოიპოვებს თუ არა ის ნახევარფინალის საგზურს.