მსოფლიო რაგბის ლეგენდა, ახალ ზელანდიელი ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლომუ გულშემატკივრებისთვის ცნობილი 1995 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ გახდა. მას 63 შეხვედრაში 37 ლელო აქვს გატანილი.
1995 წელს ლომუს თირკმელის დაავადება დაუდგინდა, რის გამოც 2002 წელს მორაგბე იძულებული გახდა კარიერა ნაადრევად დაესრულებინა.
ჯონა ლომუს მსოფლიო თასების ისტორიაში 15 ლელო აქვს გატანილი, რაც ბრაიან ჰაბანასთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.
წყარო: mirror.co.uk