ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი, ევროლიგის ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
თურქული დარუშაფაკას კალათბურთელმა, წინა ტურში თელ-ავივის მაკაბისთან 22 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
მარკოიშვილის გარდა სიმბოლურ ხუთეულში ედვინ ჯეკსონი (უნიკახა), სტეფან იოვიჩი (ცრვენა ზვეზდა), ლუის კემპბელი (სტრასბურგი), და ნობელ ბუნგო-კოლო (ლიმოჟი) მოხვდნენ.
მომდევნო შეხვედრას დარუშაფაკა იტალიაში, დინამო სასარის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: gbf.ge