მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ შესაძლოა ბარსელონას წინააღმდეგ გასამართი ელ კლასიკო გამოტოვოს.
ფრანგმა ფეხბურთელმა ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ბენზემამ მიმდინარე სეზონში რეალის რიგებში 8 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
რეალისა და ბარსელონას შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება.
წყარო: eurosport