თურქული ანტალიასპორის პრეზიდენტმა, გულტეკინ გენჯერმა განაცხადა, რომ ნიუ იორკ სიტის ფეხბურთელი, ანდრეა პირლო მის გუნდში 8 მატჩს ჩაატარებს.
"ჩვენ გავმართეთ მოლაპარაკებები პირლოსთან და მის აგენტთან. ფეხბურთელი მზადაა თურქეთში 8 მატჩი ითამაშოს", - განაცხადა გენჯერმა.
თითოეულ მატჩში პირლო 250 ათას ევროს მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანტალიასპორი სტივენ ჯერარდითაც დაინტერესდა.
პირლო ნიუ იორკ სიტის ღირსებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან იცავს.
წყარო: eurosport