მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გამართული სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწია.
ქართველმა სამბისტებმა საერთო ჯამში 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი და დავით ლორიაშვილი გახდნენ. მეორე ადგილზე ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე გავიდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ლევან ნახუცრიშვილმა, ბესარიონ ბერულავამ, ბექა ბერძენიშვილმა, შორენა შარაძემ და ირინა ლეონიძემ მოიპოვეს.