17 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა

ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსი ბოსტონ სელტიკსს დაუპირისპირდა და მეტოქე 106:102 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 31:50 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება მიითვალა.

დალასი 8 მოგებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.

ზაზა ფაჩულია გუნდი მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს, იუტა ჯაზის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:

შარლოტი - ბრუკლინი 116:111

ორლანდო - მინესოტა 104:101

ფილადელფია - ინდიანა 85:112

ატლანტა - საკრამენტო 103:97

ჰიუსტონი - პორტლენდი 108:103

ოკლაჰომა - ნიუ ორლეანი 110:103

სან ანტონიო - დენვერი 109:98

იუტა - ტორონტო 93:89

ფინიქსი - ჩოკაგო 97:103

 

დღის ამბები