ლონდონის არსენალის გულშემატკივარმა, მეთ კლარკმა, ლიონელ მესის ტრანსფერისთვის თანხის შეგროვება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მესი შესაძლოა არსენალში გადავიდეს, თუ კლუბი მას კვირაში 600 ათას ფუნტს გადაუხდის.
კლარკს იმედი აქვს, რომ მეთოფეების გულშემატკივრები მის ინიციატივას მხარს დაუჭერენ.
ლიონელ მესი ბარსელონას ძირითად გუნდში 2004 წლიდან თამაშობს.
წყარო: eurosport