მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ბრაზილიამ პერუს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის მიმდინარეობის დროს, ნეიმარი მსაჯს ხშირად ეკამათებოდა, თვლიდა, რომ ის უხეშ თამაშზე სათანადო რეაგირებას არ ახდენდა.
მატჩის დასრულების შემდეგ კი ბრაზილიელ ფეხბურთელს სურდა მსაჯისთვის თავისი მაისური გადაეცა, თუმცა რეფერიმ საჩუქრის მიღებაზე უარი განაცხადა.
ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარს 69 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანაგრიშზე 46 გატანილი გოლია.
წყარო: eurosport