NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა, ჩარლზ ბარკლიმ განაცხადა, რომ დღევანდელ გოლდენ სტეიტს 25 წლის წინ შანსი არ ექნებოდა.
"როგორ ითამაშებდა გოლდენ სტეიტი 25 წლის წინ? ჩვენ მათ უბრალოდ გავანადგურებდით. დღეს წესები შეიცვალა და მათ თამაში უადვილდებათ. სტეფან კარი ბრწყინვალე მოთამაშეა, თუმცა თუ მას დაცვაში თამაშს აიძულებ, ისეთი ეფექტური ვეღარ იქნება.", - განაცხადა ბარკლიმ.
ჩარლზ ბარკლი 1984-1992 წლებში ფილადელფიას, 1992-1996 ფინიქსის, ხოლო 1996-2000 წლებში ჰიუსტონის ღირსებას იცავდა.
წყარო: thescore.com