კაცთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა სერბმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ჩეხი ტომაშ ბერდიხი 6:3, 7:5 დაამარცხა.
მატჩი 1 საათი და 31 წუთი გაგრძელდა.
ჯოკოვიჩთან ერთად ნახევარფინალში როჯერ ფედერერიც იასპარეზებს.
სერბი ჩოგბურთელი ნახევარფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება, ხოლო ფედერერის მეტოქე, ენდი მიურეისა და სტანისლას ვავრინკას შორის გამარჯვებული იქნება.