ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
"პელემ და მარადონამ ფეხბურთის შეცვლაში დიდი როლი ითამაშეს, თუმცა მას შემდეგ სპორტის ეს სახეობა განვითარდა. ამჟამად ფეხბურთი ისტორიაში საუკეთესო პერიოდს განიცდის, ხოლო მესი ყველასგან გამორჩეულია. არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მგონია, რომ ის ამდენს ვერ მიაღწევდა, რომ არა კრიშტიანო რონალდოსთან კონკურენცია. ისინი ერთმანეთს აიძულებენ უკეთესები გახდნენ", - განაცხადა ხავიმ
ხავი ბარსელონას ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა, ხოლო გასულ ზაფხულს ყატარულ ალ სადში გადავიდა.
წყარო: eurosport