შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"ჩემი აზრით პრემიერლიგაში გადასვლა უკვე გვიანია, პსჟ-ში ბედნიერი ვარ. კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება და ამის შემდეგ გადავწყვეტ ჩემს მომავალს. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და სანამ ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს, ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შვედი ფეხბურთელი პსჟ-ის ღირსებას 2012 წლიდან იცავს.