სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, კაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში თავის მეტოქეზე, ესპანელ რაფაელ ნადალზე ისაუბრა.
"ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, ნადალმა შესამჩნევად მოუმატა. შანჰაისა და პეკინის ტურნირებზე შეხვედრის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ ნადალი ფორმას იბრუნებდა. ვიცი, რომ ის მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ნადალისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირება 21 ნოემბერს გაიმართება.
წყარო: eurosport