მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, უკმაყოფილოა გუნდის თამაშის სტილით და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელ კლასიკოში წაგების შემთხვევაში კლუბის მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებს.
ბენიტესის შემცვლელად ზინედინ ზიდანი სახელდება, რომელიც რეალის ახალგაზრდული გუნდის, კასტილიის მწვრთნელია.
ამ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონატში რეალი ლიდერ ბარსელონას 3 ქულით ჩამორჩება. ელ კლასიკო კი დღეს, თბილისის დროით 21:15 საათზე გაიმართება.
წყარო: Mundo Deportivo