ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსმა იუტა ჯაზს უმასპინძლა და მეტოქე 102:93 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 38:50 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი და ორი ჩაჭრა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დალასის შემადგენლობაში 13 მატჩში მეშვიდე ორმაგი დუბლი შეასრულა.
მომდევნო შეხვედრას დალასი 23 ნოემბერს, ოკლაჰომას წინააღმდეგ გამართავს.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
შარლოტი - ფილადელფია 113:88
ბოსტონი - ბრუკლინი 120:95
მემფისი - ჰიუსტონი 96:84
მინესოტა - დეტროიტი 86:96
ნიუ ორლეანი - სან ანტონიო 104:90
ოკლაჰომა - ნიუ იორკი 90:93
დენვერი - ფინიქსი 107:114
პორტლენდი - კლიპერსი 102:91
გოლდენ სტეიტი - ჩიკაგო 106:94
ლეიკერსი - ტორონტო 91:102