NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრაში, მემფისმა ჰიუსტონს უმასპინძლა და მეტოქე 96:84 დაამარცხა.
მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ესპანელი მარკ გასოლი იყო, რომელმაც კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა.
გასოლმა პარკეტზე 37:26 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მემფისი 7 მოგებითა და 6 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
წყარო: espn.go.com