კაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ესპანელი რაფაელ ნადალი 6:3, 6:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მატჩი 1 საათი და 21 წუთი გაგრძელდა.
ჯოკოვიჩი ფინალში როჯერ ფედერერსა და სტანისლას ვავრინკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ფინალი ხვალ გაიმართება.