17 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ზინედინ ზიდანი - "ჯერ კიდევ არ ვარ მზად რეალის გასაწვრთნელად"

ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"მე კასტილიის მწვრთნელი ვარ, ბენიტესი კი რეალის პირველი გუნდის და ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგადაა. ამჟამად მე არ ვარ მზად, რომ სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი გავხდე", -განაცხადა ზიდანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ელ კლასიკოში 0:4 დამარცხების შემდეგ მადრიდის რეალის პრეზიდენტი, რაფაელ ბენიტესს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებს.   

 

წყარო: eurosport

დღის ამბები