ჩელსის ნახევარმცველმა ედენ აზარმა, ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"მოურინიოსთან პრობლემა არ მაქვს. ამაზე ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა სიმართლეს არცერთი არ შეესაბამება. ჩელსისთვის ის იდეალური მწვრთნელია და ვიმედოვნებ ერთად კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებთ", - განაცხადა აზარმა.
ედენ აზარი ჩელსის ღირსებას 2012 წლიდან იცავს.
წყარო: goal.com