მადრიდის რეალის ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ მას შეუძლია რონალდოსა და მესის დონეზე ითამაშოს.
"მე შემიძლია რონალდოსა და მესის დონეს მივაღწიო, რადგან ვიცი ჩემი შესაძლებლობები. ოქროს ბურთის მოგება არაა მთავარი. ჩემთვის ინდივიდუალური ჯილდო ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი გუნდთან ერთად ტიტულების მოპოვებაა", - განაცხადა ბეილმა.
უელსელი ფეხბურთელი სამეფო კლუბის ღირსებას 2013 წლიდან იცავს.
წყარო: goal.com