ბარსელონა რომას ნახევარმცველით, მირალემ პიანიჩით დაინტერესდა.
კატალონიელები ბოსნიელი ფეხბურთელის ყიდვას 2016 წლის ზაფხულში გეგმავენ და მზად არიან ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.
პიანიჩს რომას შემადგენლობაში დებიუტი 2011/2012 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც გუნდს ბარსელონას ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ხელმძღვანელობდა.
წყარო: Gazzetta dello sport