ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც სეზონის განმავლობაში 20 მილიონ ევროზე მეტი (21,646) გამოიმუშავა.
წინა რეკორდი რაფაელ ნადალს ეკუთვნოდა, რომლის მონაგარიც 2013 წელს 14,570 მილიონი ევრო იყო.
კარიერის განმავლობაში გამომუშავებული თანხებით ჯოკოვიჩი მეორე ადგილზეა (94,050 მილიონი ევრო) და მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება (97,303 მილიონი ევრო).
მიმდინარე სეზონში სერბმა ჩოგბურთელმა 11 ტიტული მოიგო.
წყარო: eurosport