მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის პრიორიტეტი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
"ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის პირველ წლებში ჩვენ ზეწოლას ვგრძნობდით და პრობლემები გვქონდა, თუმცა ამჟამად უკვე საკმაო გამოცდილება გვაქვს. სიტი ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ჩვენ ყოველ წელს მიგვიჩნევენ ერთ-ერთ ფავორიტად და დროა ეს სტატუსი გავამართლოთ", - განაცხადა აგუერომ.
სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტის ღირსებას 2011 წლიდან იცავს.
წყარო: The Guardian