17 ნოემბერი 2024,   04:15
ვრცლად
ჟოზე მოურინიო - "სხვა ადამიანების წაგებით სიამოვნებას არ ვიღებ"

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ , ელ კლასიკოში რეალის მარცხზე ისაუბრა.

"რეალზე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ, როდესაც იგებენ. სხვა ადამიანების მარცხი, სიამოვნებას არ მანიჭებს. მე ჩემი კლუბის წარმატება მიხარია და არა სხვისი მარცხი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა ბედნიერები ვიყოთ", - განაცხადა მოურინიომ.

მოურინიომ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი 3 სეზონის განმავლობაში იყო, პორტუგალიელმა კლუბი 2013 წელს დატოვა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები