ელ კლასიკოში რეალის დამარცხების შემდეგ (0:4) პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდომ სამეფო კლუბის პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა და, ბენიტესის გუნდში დარჩენის შემთხვევაში, პორტუგალიელი კლუბის დატოვებით იმუქრებოდა.
გუშინ ფლორენტინო პერესმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ბლანკოსის მთავარ მწვრთნელს სრული ნდობა გამოუცხადა. ამის შემდეგ მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ, რომელიც ფრანგული პსჟ-ის ღირსებას იცავს, გამოაქვეყნა სურათი რონალდოსთან ერთად სათაურით - "მალე, ჩემო მეგობარო".
აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ, როგორც დი მარიას მეუღლემ განაცხადა, არგენტინელი ფეხბურთელი არცერთ სოციალურ ქსელს არ იყენებს და გამოქვეყნებული სტატუსი სიმართლეს არ შეესაბამება.
წყარო: Mirror