ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსი, მემფის გრიზლის დაუპირისპირდა და 96:110 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 28:22 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა. საქართელოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა დალასის რიგებში მეცხრე ორმაგი დუბლი შეასრულა.
მომდევნო შეხვედრას დალასი 26 ნოემბერს, სან ანტონიოს წინააღმდეგ გამართავს.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
ვაშინგტონი - ინდიანა 106:123
ატლანტა - ბოსტონი 121:97
დენვერი - კლიპერსი 94:111
პორტლენდი - ჩოკაგო 88:93