ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულმა, აგნეშკა რადვანსკამ მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
"იმედი მაქვს წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება დამეხმარება უკეთესად ასპარეზობაში. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, რომ მომავალ წელს დიდი სლემის ტურნირი მოვიგო", - განაცხადა რადვანსკამ.
პოლონელ ჩოგბურთელს, კარიერაში WTA-ის 17 ტიტული აქვს მოგებული.
წყარო: edition.cnn.com