ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, ზაგრების დინამოს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"კარგი მატჩი ჩავატარეთ. ჩვენი მიზანი იყო ბოლო ტურის წინ შანსი შეგვენარჩუნებინა, რაშიც ბაიერნიც დაგვეხმარა. ვფიქრობ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს", - განაცხადა ვენგერმა.
5 ტურის შემდეგ არსენალი ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილზეა და ბოლო ტურში ოლიმპიაკოსს გასვლაზე დაუპირისპირდება.
წყარო: eurosport