ბარსელონას არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, გუნდის შესახებ ისაუბრა.
"ბარსელონა შესანიშნავად თამაშობს, თუმცა ჯერ არაფერი მოგვიგია. წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ოქროს ბურთის მოგების კანდიდატები მე, სუარესი და ნეიმარი ვიქნებით? იმედი მაქვს ასე იქნება, თუმცა ეს ჩვენი მთავარი მიზანი არაა", - განაცხადა მესიმ.
ლიონელ მესიმ, ტრავმის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა და რომასთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
წყარო: marca.com