მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, დევისის თასის ფინალის ფავორიტად დიდი ბრიტანეთი დაასახელა.
"თუ გავითვალისწინებთ მიურეის თამაშს ამ სეზონში, მაშინ ფავორიტი ბრიტანეთია. ისინი გასვლაზე თამაშობენ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბელგიას ექნება შანსი, თუ გოფინი თამაშს მოახერხებს, თუმცა ფავორიტი მაინც ბრიტანეთია", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
დევისის თასის ფინალში ერთმანეთს ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩები ქალაქ გენტში გაიმართება.
წყარო: tennis.com