Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, FIFA მადრიდის რეალს ტრანსფერების განხორციელებას 2017 წლის ზაფხულამდე აუკრძალავს.
საქმე ეხება არასრულწლოვანი ფეხბურთელების დარეგისტრირებისას დარღვეულ რეგლამენტს.
საფეხბურთო ორგანიზაციის სანქციები ძალაში 2016 წელს შევა.
ანალოგიური ბრალდებით აკრძალვები FIFA-მ ბარსელონასაც დაუწესა. ბლაუგრანას ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია 2016 წლის იანვრამდე აქვს აკრძალული.
წყარო. Mundo Deportivo