ატლანტა ჰოუკსის 8 წლის გულშემატკივარმა გუნდის მთავარ მწვრთნელს წერილი მისწერა.
"ძვირფასო მწვრთნელო. მე მქვია ელი. მე 8 წლის ვარ.მიყვარს ატლანტა ჰოუკსი. სკოლის ბიბლიოთეკაში წავიკითხე წიგნი "პარკეტის მეფეები - კლივლენდ კავალიერსი", რომელშიც წერია, რომ საიტზე Lebronjames.com განხილულია ლეიბრონ ჯეიმსის ძლიერი და სუსტი მხარეები. მე მინდა, რომ თქვენ ეს იცოდეთ. იმედი მაქვს, ეს დაგეხმარებათ კლივლენდის დამარცხებაში".
წიგნი, რომელზეც თავის წერილში 8 წლის გულშემატკივარი საუბრობდა, 2007 წელს არის გამოცემული და ხსენებული საიტი ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.
კლივლენდმა კი ატლანტა 97:107 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრაში 19 ქულა, 11 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
წყარო: eurosport