მილანის მცველმა, ფილიპ მექსესმა გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"გულდასაწყვეტია ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ. მილანი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს უნდა თამაშობდეს. ჩვენ უმაღლეს დონეზე უნდა დავბრუნდეთ. გუნდში კვლავ გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთს მოიპოვებს", - განაცხადა მექსესმა.
ფრანგი ფეხბურთელი მილანის ღირსებას 2011 წლიდან იცავს.
წყარო: goal.com