17 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
დიეგო კოსტამ მოურინიოს სპორტული მაისური ესროლა

ინგლისის პრემიერლიგაში ტოტენჰემმა ჩელსის უმასპინძლა.

მატჩის მიწურულს არისტოკრატების თავდამსხმელმა, დიეგო კოსტამ, კლუბის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სპორტული მაისური ესროლა.

კოსტას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და სავარაუდოდ მისი გაბრაზება ამ ფაქტს უკავშირდება, მაგრამ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიოს და ფეხბურთელს კონფლიქტი აქვთ.

"შეხვედრის განმავლობაში ჩელსიმ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. თუ კოსტამ სათადარიგო სკამიდან ყურადღებით უყურა მატჩს, მაშინ მან უნდა იცოდეს რა გააკეთოს",-განაცხადა მოურინიომ.

სატურნირო ცხრილში ჩელსი 15 ქულით მე-14-ე ადგილს იკავებს.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები