დიდმა ბრიტანეთმა დევისის თასის ფინალში ბელგიას 3:1 მოუგო და 79 წლის შემდეგ პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.
პირველ შეხვედრაში ბელგიის ნაკრების ლიდერმა, დევიდ გოფინმა, კაილ ედმუნდს 3:6, 1:6, 6:2, 6:1, 6:0 აჯობა. ენდი მიურეიმ კი რუბენ ბელენსმანის ბარიერი იოლად 6:3, 6:2, 7:5 დასძლია და ანგარიში გაათანაბრა.
მოგვიანებით ძმები მიურეების წყვილმა, დევიდ გოფინის და სტივ დარსისის დუეტს 6:4, 4:6, 6:3, 6:2 მოუგო და დიდი ბრიტანეთი 2:1 დაწინაურდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ენდი მიურემ გოფინი 6:3, 6:2, 7:5 დაამარცხა და დიდ ბრიტანეთს დევისის თასი ისტორიაში მეათედ მოაგებინა.
ფოტო: mirror.co.uk