NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, მემფისმა ფილადელფიას უმასპინძლა და მეტოქე 92:84 დაამარცხა.
ეს მარცხი ფილადელფიასთვის ზედიზედ მეთვრამეტე იყო, რითაც NBA-ის ანტირეკორდი გაიმეორა. 2009/2010 წლებში ბრუკლინ ნეთსმაც 18 მარცხით დაიწყო სეზონი.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
კლიპერსი - მინესოტა 107:99
ბრუკლინი - დეტროიტი 87:83
ორლანდო - ბოსტონი 110:91
ტორონტო - ფინიქსი 102:107
ნიუ იორკი - ჰიუსტონი 111:116
ლეიკერსი - ინდიანა 103:107