ლოს ანჯელეს ლეიეკრსის მცველი, კობი ბრაიანტი, კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს.
ამის შესახებ კალათბურთელმა მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა:
"ძვირფასო კალათბურთო. შენ აასრულე 6 წლის ბავშვის ოცნება და ამის გამო ყოველთვის მეყვარები. ეს ბოლო სეზონია, რომელიც შემიძლია მოგცე. გულს შეუძლია დარტყმები აიტანოს, ტვინი რთულ ამოცანებს გაუმკლავდეს, თუმცა ჩემი სხეული ხვდება, რომ დრო დადგა კალათბურთს დავემშვიდობო",- დაწერა კობი ბრაიანტმა.
ბრაიანტი NBA-ის ხუთგზის, ხოლო ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია. ის ასევე რეკორდსმენია ერთ გუნდში გატარებული სეზონების რაოდენობით (20).
მიმდინარე სეზონში ბრაიანტი საშუალოდ 15,6 ქულას, 3,5 მოხსნას აგროვებს.
წყარო: theplayerstribune.com