ტაისონ ფიურისთან დამარცხების შემდეგ, ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადა, რომ მეტოქე გამარჯვებას იმსახურებდა.
"ფიურიმ გამარჯვება დაიმსახურა. ის უფრო სწრაფი და ზუსტი იყო. ვცდილობდი მისთვის გასაღები მეპოვა, თუმცა ვერ შევძელი. იმედი მაქვს მომავალში რევანშს ავიღებ", - განაცხადა კლიჩკომ.
ვლადიმირ კლიჩკო ბოლოს 2004 წელს, ამერიკელ ლაიმონუ ბრიუსტერთან დამარცხდა.
წყარო: eurosport